21/05/201 076 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით (80 მომხრე, 3 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არც ოპოზიციამ და არც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების ერთადერთი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაა.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს მხარი. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."
„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • კურიერი - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • მოამბე - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • პირველები - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ
    • ქრონიკა 8-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • ფარული კონვერტი - 3 ოქტომბერი, 2022. გიორგი მახარაძე
      3 ოქტომბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 3 ოქტომბერი, 2022. დავით კვირცხალია
      3 ოქტომბერი
    • ბარიერი - 3 ოქტომბერი, 2022. ნუგზარ წიკლაური
      3 ოქტომბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 3 ოქტომბერი,2022. ოცნების“ კანონი დეოლოიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ ეხება — შეფასებები ▪️ ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატთან
      3 ოქტომბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • სპექტრი - 3 ოქტომბერი, 2022. ვალერი გელბახიანი
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • სხვა შუადღე - 3 ოქტომბერი, 2022. შეყვარებული თინეიჯერი და მშობელი-ნინო ჩხეიძე, რუსკა ქარქაშაძე, კახა მამულაშვილი
      3 ოქტომბერი
    • იმედის დღე - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,