10/06/23533 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ" - კობახიძე სტუდენტებზე, რომლებმაც რუბლები დაუყარეს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების პროტესტი "ფორმულას" მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.
კობახიძემ ახალგაზრდებზე კიდე ერთხელ თქვა, რომ მათ "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ".
"აქ არ იყვნენ სტუდენტები, ეს ერთი, იყო ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, სადაც იყო ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ორიოდე დღის წინ პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ აქციას აწყობდა პარლამენტის წინ, არაფერ შუაში არ არიან სტუდენტები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ, მათ შორის, პოლიტიკურიც. როცა ხარ ნაცი, გირჩელი და ა.შ. ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები სწორ გზას დაადგნენ, ისინი ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და მათი ყველანაირი ორიენტაცია არის საერთოდ გამოსასწორებელი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი სწორ ჩარჩოებში მოვაქციოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თსუ-ის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად, ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი კობახიძემ ტერმინი - "ორიენტაციაარეული" მარტის აქციების შემდეგაც გამოიყენა და ამ სიტყვით მან ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • ქრონიკა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • პირველები 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • კურიერი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მთავარი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • სპექტრი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი,2023.
      3 ოქტომბერი
    • რეაქცია - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA