21/05/201 683 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 91 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.
„აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ნაწილია მსოფლიო ბანკთან პირველ მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმებისა, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ევროში 73.1 მლნ) გამოყო.
საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91,340,000 ევროს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება.
ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ და მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.
პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • კურიერი 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • ქრონიკა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • პირველები 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 4 სექტემბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სპექტრი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA