05/06/23398 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია მეზვრიშვილი - დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს, თუმცა პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველ ხალხი

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიულ ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეზვრიშვილის განცხადებით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთან და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პარტიის ხედვა გაეცნო.
მისი თქმით, მისი თხოვნა იყო პარტნიორებთან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მხარი დაუჭირონ, “მიუხედავად იმ პოზიციისა, რას საქართველოს მთავრობას აქვს”.
“ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის სურათი ძალიან ნათელია- საქართველოს არ ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება, სამწუხაროდ. ქვეყნის საგარეო კურსი არის შეცვლილი. კონკრეტული სტრატეგია, რაც ხელისუფლებას აქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც ხელისუფლება იღებს, იღებენ რუსეთის ინტერესებში და ხშირად ეს გადაწყვეტილებები მიიღება რუსეთთან საეჭვო კოორდინაციით. ვხედავთ ზუსტ თანხვედრას “ოცნების” "მესიჯებში' და რუსეთის "მესიჯებში", ამიტომ დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს. თუმცა დასავლელი პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველ ხალხი”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს რისკები, რომ მოვლენები რადიკალურად განვითარდეს, რადგან საქართველოს “საგარეო კურსი შეგვიცვალეს”.
“ვხედავთ რისკებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რადიკალურად განვითარდეს მოვლენები, რისი სურვილი ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ “ოცნების” და რუსეთის ინტერესში შედის.
ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიულ ადგილი. სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს.
მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ საგარეო კურსი შეგვიცვალეს. ახლა მთავარია, როგორ მოვაშოროთ მშვიდობიანი გზით, ის ხელისუფლება, რომელმაც საგარეო კურსი შეგვიცვალა.
არაფორმალური შეხვედრა იყო, მაგრამ ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • ქრონიკა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • პირველები 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • კურიერი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მთავარი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • სპექტრი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი,2023.
      3 ოქტომბერი
    • რეაქცია - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY