05/06/23430 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, ქართველ მოსამართლეებს სანქციები მოუხსნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, გააუქმოს ის სანქციები, რომლებიც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა. ამის შესახებ მან საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრის დროს უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტში.
"ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულება არის წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს. პირიქით, მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს", -განაცხადა პაპუაშვილმა.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც. საქართველოს 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • კურიერი 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • ქრონიკა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • პირველები 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 4 სექტემბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სპექტრი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI