02/06/23586 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად

ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცადებაში წერს.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, ყველა უნდა ვემზადებოდეთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის, ამასთან, უკრაინისა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება.
სააკაშვილი წერილში არ გამორიცხავს, რომ „შავიზღვისპირეთში საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან“ და აცხადებს, რომ დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა "ჩამოკიდებული მთლიანად ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება".
სააკაშვილის თქმთ, უნდა „ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.
„2019 წლის მაისში დილის 8 საათზე, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა.
ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა იყო ის, რომ ვუთხარი ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად, ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი.
ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება.
ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს.
ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში.
საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად.
მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესეიგი ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.
ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!“, - წერია სააკაშვილის განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ