01/06/23456 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში მედიასთან განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან „ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია“ და არ სურს, რომ ქვეყნის "არაკეთილმოსურნეებს სპეკულირების საფუძველი" მისცეს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ისევ, ერთი რამ მინდა გავიმეორო, ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა და ა.შ... ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი ზარალდებიან ამ ბრუტალური ომით. ერთი რამ მინდა ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს.
ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ, დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი“, - განაცხადა განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მთავარი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 5-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      5 საათზე, 4 ოქტ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      5 საათზე, 4 ოქტ
    • პირველები 5-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      5 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი,2023.
      3 ოქტომბერი
    • რეაქცია - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY