01/06/23654 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. 
ზელენსკიმ თქვა, რომ ხედავენ რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, თუ როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში, სხვადასხვა მეთოდებით.
"ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, ვინ არის აგრესორი და სად ხდება აგრესია. რუსეთს ეშინია NATO-სი და ცდილობს, რომ ჩაყლაპოს მხოლოდ ისინი, ვინც საერთო უსაფრთხოების არეალს მიღმაა. რუსეთი ასევე ცდილობს, რომ დატოვოს გაყინული კონფლიქტები საკუთარი მეზობლების ტერიტორიებზე, თუ მთელი ქვეყნის გადაყლაპვა არ შეუძლია. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ გინდათ ნატოში გაწევრიანებაო, იმიტომ გვინდა, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა გჭირდება. სწორედ ამიტომ, ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი გამოსავალი რჩება - ღია ომი რუსეთთან ან მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და საქართველოში, ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი მეთოდებით, თუმცა ერთი და იმავე უკანონობის მორევში. მაგრამ, თუ უკრაინელებს, რომლებმაც სისხლით მორწყეს საკუთარი მიწა ევროპული მომავლისთვის, ჯერ არ მიუღიათ ნათელი და პოზიტიური პასუხი ევროკავშირში და ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედები მით უფრო მკრთალი ხდება", - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი მოლდოვაში ესწრება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, რომელში მონაწილეობას საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც იღებს. შედგება თუ არა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა, უცნობია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY