20/05/201 919 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კელი დეგნანი - განცხადებიდან ნათელი იყო, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო

განცხადებიდან ნათელი იყო, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა,- ამის შესახებ საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. ელჩის შეფასებით, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების დეპოლარიზაციისთვის, პრეზიდენტმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთანავე, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს თავისუფალი, სანდო და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული და მძიმე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზება მომხდარიყო. მისი განცხადებიდან ნათელი იყო, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ მისი ეს მოქმედება დაეხმარება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებას და შექმნის მყარ საფუძველს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შემოდგომით. ეს არის ნამდვილი მიზანი, საქართველო დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ მიმავალ გზაზე, რომ აჩვენოს მსოფლიოს, რომ მას შეუძლია ჩაატაროს სანდო, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები შემოდგომაზე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 0

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 31-79
,
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA