ერდოღანის პრესსპიკერის ცნობით, პრეზიდენტი მოლაპარაკებებს ბაიდენსა და პუტინთან გამართავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ მედიასთან განაცხადა, ერდოღანი დაკავებულია მილოცვის ზარებით და მოსალოდნელია, რომ ისაუბრებს რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურთან და ლიდერთან, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ისევ ერდოღანი იქნება. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 52.14 % მეტი მიიღო.

"ერდოღანი ისაუბრებს არა მარტო ბაიდენთან და პუტინთან, არამედ გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის, საბერძნეთის, ესპანეთის, ნატოს გენერალური მდივნის, ნიდერლანდების, უკრაინის ლიდერებთან... ეს ყველაფერი დღეს დაგეგმილია სატელეფონო საუბარი, - თქვა კალინმა.კითხვაზე თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების მომავალზე, კალინმა თქვა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, იმ პერსპექტივით, რომელიც იცავს თურქეთის ეროვნულ ინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ისევ ერდოღანი იქნება. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 52.14 % მეტი მიიღო.