31/05/23394 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრეზიდენტი - რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა: ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმის, პირდაპირი ფრენების აღდგენა - კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში

რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა და შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეს არის მაგალითად თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში.
„რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა და შეასუსტოს ევროპის გავლენა, ეს არის, მაგალითად, თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია. ეს ვერ მოხდება, არც საქართველოსთვის და არც ევროპისთვის. მაშინ, როდესაც ევროპა ეხმარება უკრაინას ამ სასტიკი ძალის წინააღმდეგ, ეს შეიძლება იყოს უფრო შეუმჩნეველი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს რეალურად არ რჩება შეუმჩნეველი, ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ჩვენ მიმართ და კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში და ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა და იმ ახალ მსოფლიოში, რომელიც იქმნება, ესმის, რომ საქართველო არის ნაწილი ამ ყველაფრის და ცენტრალური ელემენტი უსაფრთხო შავი ზღვის და კავკასიის რეგიონისა. ეს არის გასაღები სხვადასხვა პროექტისა შავი და ზღვის და ცენტრალური აზიის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი მხარს დაუჭერდა ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში და გაგრძელეს ეს ტრაექტორია. ეს მიზანი არ უნდა იყოს გამოყენებული პოპულისტური ძალების მიერ, რათა შეიქმნას ანტიევროპული ტენდენცია და ასეთი ნარატივი გრძელდება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარს ეუბნებიან, იმიტომ, რომ ევროპა არ იზიარებს საქართველოს ტრადიციებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, ქართველმა ხალხმა გვაჩვენა სადაც დგას და არ უნდა უარვყოთ ბნელი ძალების შესაძლებლობები, რომლებიც ცდილობენ ამ სიმყარის შერყევას. კანდიდატის სტატუსი ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ დემოკრატიულ მომავალს ყველა ამ რეკომენდაციის მისაღწევად, რათა შეიქმნას საფუძველი ამ 12 რეკომენდაციის გასათვალისწინებლად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA