29/05/23633 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკოლოზ სამხარაძე - მგონი, ევროკავშირი პასუხს, ასევე, რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს, რატომ მიიღო ვიზების და ფრენების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება ახლა

ისედაც ვიცოდით ევროკავშირის პოზიცია, დემარში კარგი საშუალებაა, ვიცე-პრემიერმა აუხსნას ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რასაც საქართველო ატარებს - ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების და ასევე უსაფრთხოების ინტერესების გატარების პოლიტიკა , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზს სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირი ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს პასუხს, რატომ მიიღო ვიზების გაუქმების და ფრენების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება ახლა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, აინტერესებს, რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული.
"ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ. რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა მთავრობის წარმომადგენლისთვის, კერძოდ ვიცე - პრემიერისთვის, რომ აუხსნას დაწვრილებით ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და ატარებდა ადრე, ასევე, იმ გადაწყვეტილების შესახებ და იმ გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო. ასევე ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა, შეიძლება, რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში პასუხს მგონი ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ფრენების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება ახლა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პირადად მე მაინტერესებს როგორც კანონმდებელს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არის ის, თუ, რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასაქნცირებული, ალბათ, ამ კითხვასაც უპასუხებენ და საინტერესოა პასუხები, რასაც ელჩები გასცემენ",- განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძეს ასევე ჰკითხეს, კონკრეტულად რას ეტყვიან ელჩებს, რა პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება და არის თუ არა ეს დათმობის პოლიტიკა რუსეთთან, რაზეც სამხარაძე პასუხობს, რომ "ეს არის პირველ რიგში ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების და ასევე უსაფრთხოების ინტერესების გატარების პოლიტიკა".
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ