29/05/23570 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ გვიცხადებს, რომ არაფერს გაიზიარებს, დაგვეთანხმეთ და შეთანხმება გამოგვივაო - ევროპული ცხოვრების წესი შეთანხმებებზე გადის, ჩვენ კი ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს, რომელიც 100 წლის წინ დანერგეს ბოლშევიკებმა

„ოცნება“ პირდაპირ გვიცხადებს, რომ არაფერს გაიზიარებს, გვთავაზობს დაგვეთანხმეთო და რომ დაგვეთანხმებით, შეთანხმება გამოგვივაო, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ამ მიდგომის გამო, არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა „ხელი ჩაიქნია“ რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს გაითვალისწინებს.
„საკომიტეტო მოსმენის დარბაზი დღეს ყველაფერზე მეტყველებდა, „ლელოს" და თუ არ ვცდები, კიდევ ერთი ჩვენი კოლეგის გარდა, ამ სხდომას აღარავინ დაესწრო, რადგან ხელისუფლებასთან დიალოგზე და მასთან საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობაზე ხელი ჩაიქნია პრაქტიკულად ყველამ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორმა და ეს ეხება უმნიშვნელოვანეს საკითხს - სასამართლოს. „ლელო“ არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას და კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე და ყველგან დავსვამთ საკითხს, მაგრამ მე მინდა მიგანიშნოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თემა აქამდეა მოსული, რატომ? - იმიტომ, რომ „ოცნება“ პირდაპირ გვიცხადებს, რომ არაფერს გაიზიარებს, გვთავაზობს დაგვეთანხმეთ - ხოლმეო და რომ დაგვეთანხმებით, შეთანხმება გამოგვივაო, ასე ლაპარაკობს მათ შორის სასამართლოს პროექტზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლებელი იყო შეთანხმება მომხდარიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების მხარდაჭერაზე, თუმცა, "ოცნებამ" მათ უთხრა, რომ მხარს არ დაუჭერდნენ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვერც ერთ კანდიდატს.
„ევროპული ცხოვრების წესი გადის შეთანხმებებზე. დღეს კი ჩვენ ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს უმცირესობა - უმრავლესობის ურთიერთობებზე, რომელიც ასი წლის წინ დანერგეს ბოლშევიკებმა - „ჩვენ ბევრი ვართ, ვინც ცოტაა, წყნარად იყვნენ, ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთო“! ევროპაში სხვანაირად მსჯელობენ: იქ ამბობენ, ბევრნი ვართ, გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია, მაგრამ უმცირესობას, თუნდაც ერთ მოქალაქეს, თუ მას საღი აზრი აქვს, ვუსმენთ და გვინდა კონსენსუსური წინსვლა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ