26/05/23387 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

პარლამენტის თავმჯდომარე – პრეზიდენტის კრიტიკულ სიტყვაზე: "ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში გაატაროს, ამ დღეს გვართმევს

"ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში გაატაროს, ამ დღეს გვართმევს", – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული გამოსვლა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კამათი, დისკუსია და ურთიერთბრალდებები არ უნდა ისმოდეს.
„ვფიქრობ, დამოუკიდებლობის დღე არის დღე, როდესაც არ უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. პირადად, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA