25/05/23574 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იაგო ხვიჩია - თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ - „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი

ახლა თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის” ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, შეიძლება „ქართული ოცნება“ მომავალში აზრზე მოვიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.
„ამერიკელი მეგობრები მოსამართლეებს გისანქცირებენ და შენ იძახი, რომ ჩვენი მოსამართლეები მაგრები არიან, საჭირო არიან ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ხოხბები უყვართ, ალაზნის პირად რომ დაფრთხიალებენ. ხომ ხვდებით, რომ არასერიოზულია პარტნიორებთან ასეთი ტიპის ურთიერთობა. საქართველოს მთავრობა ახლა ისევე იქცევა დასავლელ პარტნიორებთან როგორც ქართველ ხალხთან იქცევა და ქართველ ხალხთან როგორც იქცევა, ჩემი აზრით, მაგას არ ჰქვია პატრიოტული ქცევა.
„ქართული ოცნება“ ყველას, გარდა რუსეთისა, ეძახის „ნაცებს“. ყველაფერს ერთად რომ შევხედოთ, ჩვენ ახლა თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი. შეიძლება ისევ შეცვალონ, მოატრიალონ, აზრზე მოვიდნენ, აღარც ქნან, მაგრამ ამ წუთას რომ ასე არ არის და არანაირი ნიშანი არ არის ამისა, ეს ფაქტია.
ტურბულენტობაში გადარჩენა კი არა, უბრალოდ სიბრიყვეა ახლა რუსეთის გულშემატკივრობა. განა იმიტომ, რომ რუსი გიყვარს ან გეზიზღება, არამედ იმის გამო, რომ აგებს. F16-ებს რომ აძლევს ამერიკა უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება დაუშვა, რომ აძლევენ იმიტომ, რომ ომი წააგონ, ეს ხომ ამერიკული შეიარაღებისა და რეპუტაციის შეურაცხყოფა იქნებოდა. ცხადია, რომ ამ ომს რუსეთს არავინ არ მოაგებინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA