ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება - კულება
ლავროვი ჩემს კვალდაკვალ აფრიკაში ტურნეს გეგმავს - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ეთიოპიაში იმყოფება. კულებას თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს მის ვიზიტებს აფრიკის ქვეყნებში და გეგმავს ლავროვის მოგზაურობას.
"ვიცი, რომ ჩემს ტურს მოსკოვში ყურადღებით ადევნებენ თვალს და სადაც გამოვჩნდები, მიდის რუსეთის ელჩი და ამბობს, რა ცუდია, რომ უკრაინელი მინისტრი მიიღეს.კულებას თქმით, აფრიკა არის სივრცე რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური დუელისთვის და აღნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში რუსეთი ბევრს მუშაობდა იქ საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად და არწმუნებდა აფრიკის ქვეყნებს, რომ ის იყო მათი ერთადერთი "მხსნელი და დამცველი" მსოფლიოში.
ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება და ცდილობს ესაუბროს იმ ადამიანებს, ვისაც მე ვესაუბრე და გეგმავს ვიზიტს აფრიკაში“, - განაცხადა კულებამ.