25/05/23455 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში - პაპუაშვილი

"მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. საქართველოს პარლამენტის წინ ორი დროშაა აღმართული - საქართველოს სახელმწიფო დროშა და ევროკავშირის დროშა. თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს და ამ დროშას დაინახავს. რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს შესაბამის თემატიკას შეესაბამება. ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს...
მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის"
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშებსა და ოპოზიციის წერილობით მიმართვაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA