25/05/23259 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

რუსული მედია - "Georgian Airways" რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით თბილისის გავლით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - იუწყება რუსული გამოცემა RTVI.
"გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი. დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით", – განუცხადა გამოცემას "Georgian Airways"-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა.
თამაზ გაიაშვილმა დღეს "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით რეგულარულ მიმოსვლა ქართული კომპანიამ დაიწყო. მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY