25/05/23523 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ღარიბაშვილის და ნატოს წარმომადგენლის შეხვედრა არ შედგა - ხავიერ კოლომინამ ქვეყანა დატოვა

თბილისში ვიზიტით ჩამოსულმა ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელიც საგანგებოდ ღარიბაშვილთან შეხვედრის მიზნით დარჩა საქართველოს დედაქალაქში, ქვეყანა ისე დატოვა, რომ პრემიერმინისტრთან შეხვედრა საერთოდ აღარ გაიმართა.
"მთავარს" პრემიერის ადმინისტრაცია არ უკონკრეტებს, რა მიზეზით და ვისი ინიციატივით არ შედგა შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.
შეხვედრა ღარიბაშვილთან დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა კოლომინა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 
ამასთან, ვილნიუსში გასამართ ნატოს სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი არ წავა და საქართველო ამ ისტორიულ ღონისძიებაზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი. 
შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინამ თბილისში გუშინ შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, თავდაცვის მინისტრთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციასთან. დღის ბოლოს კი ჟურნალისტების შეკითხვებს სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ნატო შეშფოთებულია საქართველოს მხრიდან განსახორციელებელი რეფორმების ტემპით. მისივე თქმით, ალიანსისთვის შემაშფოთებელი იყო მთავრობის და პარლამენტის ზოგიერთი წევრის რეაქცია, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY