23/05/23522 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იასე ზაუტაშვილი - როგორც წესი, აშშ-ის წინასწარი განცხადებები და რეალობაში ამის განხორციელება დიდ პერიოდს არ მოიცავს - ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ შეზღუდვებს არ დააწესებს, ქართული ავიაკომპანიები და აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ

ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, გვაქვს არჩევანი შეზღუდვა დააწესოს რუსული ავიაკომპანიის შემოშვებაზე, ვინაიდან ისინი სანქციების ქვეშ არიან, ან თუკი ამ შეზღუდვებს არ დააწესებს, პირიქით, ქართული ავიაკომპანიები და საქართველოს აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ, - ამის შესახებ ავიაციის ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება-გაფრთხილება და შემდგომი გადაწყვეტილება, როგორც წესი, დროში ძალიან არ იწელება-ხოლმე.
ამასთან, როგორც იასე ზაუტაშვილმა აღნიშნა, შეზღუდვა დაუწესდებათ იმ ავიაკომპანიებსაც, ვინც რუსეთის ფედერაციაში იფრენს და ისინი სხვა მიმართულებებზე რეისებს ვეღარ შეასრულებენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ირღვევა ფრენების უსაფრთხოების სტანდარტი, ვუშვებთ რა რუსეთში ნაწარმოებ თვითმფრინავს ქვეყანაში, ჩვენს უსაფრთხოების ნორმებს ასე ვარღვევთ, რომ სანქცირებულ ქვეყნის ცას ვკვეთთ და სანქცირებული ქვეყნის ავიაკომპანიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში შემოვიდნენ, მკაცრი მითითება მიეცემათ, რომ შეწყვიტონ ამ აეროპორტებმა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან ურთიერთობა. ამაში მოხვდება „აირზენაც“ და ყველა დანარჩენიც. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ ავიაკომპანიებზე, რომელიც მათ შორის „ჯორჯიან ეარვეისიცაა“. შესაბამისად, ეს შეუზღუდავს, მაგალითისთვის, „ჯორჯიან ეარვეისს“ იფრინოს თბილისი - პარიზი, ან თბილისი - ვენის რეისზე. მაგრამ იფრენს უფაში, სოჭში, ჩელიაბინსკში... მარტივად რომ გითხრათ, იმ ავიაკომპანიებზე იქნება შეზღუდვა, ვინც იფრენს მოსკოვისა და ზოგადად, რუსეთის ფედერაციის მარშრუტებზე. რაც შეეხება აეროპორტებს, მათ მისცემენ მითითებას, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ იმ ქვეყნის ავიაკომპანიების მიღებასა და მომსახურებას, რომლებიც იმყოფებიან სანქციების ქვეშ, თუ გააგრძელებენ მიღებას, მაშინ ჩვენი აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად „ლუფთჰანზას“ ეცოდინება, რომ სანქციების ქვეშაა აეროპორტები და შეაჩერებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით. ძალიან ბევრი არაბული კომპანია შეაჩერებს ასევე.
როგორც წესი, აშშ-ის წინასწარი განცხადებები და რეალობაში ამის განხორციელება ძალიან დიდ პერიოდს არ მოიცავს - ხოლმე. მალე ველოდები გადაწყვეტილებას. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი სეზონია, შესაბამისად, რუსულ ავიაკომპანიას არა მგონია საშუალება მისცენ ზაფხულის თვეებში შეუზღუდავად იფრინონ იმ ქვეყნის ტერიტორიის თავზე, რომელსაც ამერიკელი ხალხი სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, მას აქვს არჩევანი შეზღუდვა დააწესოს რუსული ავიაკომპანიის შემოშვებაზე, ვინაიდან ისინი სანქციების ქვეშ არიან, მათ შორის „აზიმუტიც“ აუცილებლად ამ სანქციებში მოხვდება ან მეორე ვარიანტია, თუკი ამ შეზღუდვებს არ დააწესებს, პირიქით, ქართული ავიაკომპანიები და საქართველოს აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ და შეეზღუდებათ მომსახურება იმ ქვეყნების ავიაკომპანიებისა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით დაფრინავენ მსოფლიოში. ამ განცხადების შემდეგ ქმედითი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოზეა.
ჩვენ თავის დროზე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯიასთან დაკავშირებით“, რომელიც ირანული კაპიტალით იყო შექმნილი, მკაცრი მითითება მიეცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, რომ ამგვარი ავიაკომპანიისთვის შეეზღუდათ საქართველოში ფუნქციონირება და ისე მოხდა, რომ ირანული ავიაკომპანია დაიხურა კიდეც. მაშინ ჩვენ არჩევანი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ახლა ჩვენ ვართ იგივე დილემის წინაშე. ახლა გვეტყვიან თუკი თქვენ ჩვენ მიერ სანქცირებულ ქვეყანაში აპირებთ შეუზღუდავად ფრენას, მაშინ ჩვენ როგორც ქვეყანა თქვენს ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს სანქციების ქვეშ მოვაყოლებთ“,- განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,