18/05/23425 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი - კობახიძეს აქვს ორი კონსტიტუცია: ერთი, რომელიც კომისიის მიერ დაიწერა და მეორე, რაღაც თავისი - ამ ხალხს არ უნდა კანდიდატის სტატუსი, მათ უკვე მიიღეს სტატუსი პუტინისგან: „ჩემიანები ხართ, თქვენთან ვარ ბიჭებო“

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა არათუ ქვეყანას, არამედ პირიქით, მის პარტიას დააზიანებს, რადგან „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გზას არ ადგას.
ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ევროპარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, „გვეშინია, პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ“. როგორც ნაცვლიშვილის აღნიშნავს, შეუძლებელია, რომ პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანოს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და სწორედ ამ კონტექსტში არ უნდა ევროპარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტი.
„კობახიძის განცხადება ძალიან მძიმეა და ეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციური უფლებამოსილების და ვალდებულების ხელშეშლაა. კობახიძეს, როგორც ჩანს, აქვს ორი კონსტიტუცია. ერთი, რომელიც კომისიის მიერ დაიწერა და მეორე რაღაცა თავისი კონსტიტუცია აქვს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალებს ყველას, მათ შორის, პრეზიდენტს, რომ გადადგას ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ ჭრილში პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა უმნიშვნელოვანესია. მე როგორც მახსოვს, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთხელ ევროპარლამენტში, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ არ ყოფილა. ევროპარლამენტისთვის და შესაბამისად, ევროკავშირისთვის საქართველოს ამ რეზონით დღის წესრიგში ჩასმა ძალიან მნიშვნელოვანია. შეუძლებელია ამ გამოსვლამ და საერთოდ ამ მასშტაბის მოვლენამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანოს. სულ პირიქით. ის [ირაკლი კობახიძე] ფიქრობს, რომ მის პარტიას დააზიანებს. მის პარტიას დააზიანებს, იმიტომ რომ ეს პარტია თავად ევროკავშირის გზას არ ადგას. არ უნდა ამ ხალხს რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. მათ მიიღეს უკვე სტატუსი პუტინისგან, რომ „თქვენ ჩემიანები ხართ“, „თქვენთან ვარ ბიჭებო“ და ამის საპირწონედ მათ ინტერესში საერთოდ არ შედის ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე შეფასებით, საქართველოს დღეს ძალიან მაღალი დონის ელჩი სჭირდება, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში ხალხის ხმას მიიტანს.
„საქართველოს დღეს სჭირდება ძალიან მაღალი დონის ელჩი, რომელიც ხალხის ხმას და გადაწყვეტილებას ევროპულ სტრუქტურებში მიიტანს და გასაგებად ახსნის, რა საფრთხეების წინაშე არის ქვეყანა და ამ კონტექსტში, რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისკენ სწრაფვას და ასევე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაღალი ყურადღების მიპყრობას. ეს რომ კობახიძეს საფრთხედ ეჩვენება ნიშნავს, რომ კობახიძე, ისევე როგორც პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, საფრთხეა საქართველოს ევროპული კურსისთვის, სუვერენიტეტისთვის და უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA