18/05/23441 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველთვის ბუნდოვანი იყო - ფრაქცია გუშინ ფაქტობრივად დაიშალა, ეს არის დარტყმა, რომელიც ადამიანებს ძველ შეცდომებს ახსენებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველთვის ბუნდოვანი იყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პარტიაში საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაზე საუბრისას განაცხადა.
რომან გოცირიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაში პარტიის თავმჯდომარეს არავითარიო მონაწილეობა არ მიუღია.
„ძალიან მრავალფეროვანი იყო სიის შედგენის პროცესი. მასში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს. გრიგოლ ვაშაძემ და ჩვენ სიის შინაარსი გავიგეთ წარდგენის წინა ღამეს. გრიგოლ ვაშაძე იყო პირველი ნომერი, რომელიც სიის წარდგენამდე ხუთი თუ ექვსი საათით ადრე აღმოჩნდა, რომ ის მეორე ნომერია და ვახტანგ კიკაბიძე ჩაიწერა პირველ ნომრად, ამაზე არავის არ ჰქონდა წინააღმდეგობა, ბევრ სიმბოლოებს შეიცავდა თავის თავში. საერთოდ არავითარი შეხება არ ჰქონია სიასთან ნიკა მელიას, რომელიც მგონი, მაშინ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. თუ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები სიაში, მედიაში ეს მთავარი კითხვაა და ისრები პირველ რიგში მიდის იმ ხუთეულის მიმართ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ნიკა მაჭუტაძე თავმჯდომარეა პარტიის, რომელმაც რამდენიმე ადამიანი შემოიყვანა რაღაც დამსახურების გამო. სიაში ზოგი დამსახურების გამო შემოდიოდა, ზოგი ფინანსების გამო შემოდიოდა, ზოგი საერთოდ გაურკვეველია რატომ შემოდიოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში გასული 36 დეპუტატიდან 20 არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და სიაში უცნაურად მოხვდნენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო დარტყმა, ვინაიდან ფრაქცია გუშინ ფაქტობრივად დაიშალა, არ ვიცი გარიცხეს თუ თავისით გავიდნენ, ესეც არის დარტყმა, რომელიც უკვე ახსენებს ადამიანებს ძველ შეცდომებს. სიაში რომ არ ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, გადაწყვეტილებას ვერ მიღებდნენ. 36 ადამიანი გავიდა პარლამენტში და აქედან დაახლოებით 20 არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, უცნაურად მოხვედრილი ხალხი იყო. ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს სწორედ ამ სამეულთან, მაჭუტაძესთან, ჩხეიძეებთან და ბაჩუკისადმი, რომელსაც ვიცნობ 30 წელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY