17/05/23630 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"რუსეთის ომი არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის საბჭოში" | ლაიენი

"რუსეთის ომი არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის საბჭოში", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს ჩვენ ვიკრიბებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. რუსეთი უარს ამბობს უკრაინელების დემოკრატიულ უფლებაზე, იყვნენ საკუთარი მომავლის ბატონები. რუსეთის ომი არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის საბჭოში. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ დემოკრატიის დასაცავად, აღზრდისა და ხელშეწყობისთვის. ჩვენ ყველანი უკრაინის გვერდით ვართ. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა ლაიენმა.
ამასთან, მან დაადასტურა ევროკავშირის განზრახვა, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და გააგრძელოს ევროკავშირის დემოკრატიული საფუძვლების გაძლიერება.
"რუსეთის ომის ფონზე, გასულმა წელმა მრავალი ქვეყნის გზაზე გადამწყვეტი მომენტი იყო ევროკავშირისკენ, დასავლეთ ბალკანეთიდან, უკრაინამდე, მოლდოვამდე და საქართველომდე. ჩვენ ერთად ვდგავართ მტკიცედ. ამიტომ, მე ვხედავ შესაძლებლობას კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის ევროკავშირს, ევროსაბჭოს და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა გაგრძელდეს ევროპული დემოკრატიის ისტორიის დაწერა უკრაინაში და ჩვენს კონტინენტზე სხვაგან", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY