17/05/23618 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა სხვადასხვა კონსენსუსურ მოდელებზე.
მისივე თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ.
"დეპუტატები - როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.
ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ გვქონია. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია შეხვედრა. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს „კლანთან“. იმ „კლანთან“, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი...
მე ვაცნობიერებ იმას, რომ ამ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას გაუჩნდა, შესაძლოა ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო რასაკვირველია ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა, ასევე კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგში,  რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმის მიცემის პროცედურა არ იყო, არავის ეს უთქვამს. არავის არ უთქვამს, რომ ხმა არავის არ მივცეთ, ასეთი შეთანხმება არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები ვიყავით და არც შეთანხმებულები ვიყავით. 
ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რახან ეს არის ევრორეკომენდაციის საკითხი და იმ 12 პუნქტის საკითხი, ჩვენ მივცემდით ხმას სიას, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვართ და ჩვენი ინფორმირება არ მომხდარა აქამდის, მოხდა ეს შეცდომა, ამას მე ვაღიარებ ჩემს პირად პოლიტიკურ შეცდომად, ვცნობ ჩემს პირად პოლიტიკურ შეცდომად" ამბობს ნიკა მაჭუტაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA