16/05/23594 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ამოღების გამო, დუმის დეპუტატი ავიაკომპანია "აზიმუტის" დასჯას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი ითხოვს საავიაციო კომპანია Azimuth Airlines-ის დასჯას და კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, ქვეყანათა ჩამონათვალის სიიდან, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთისა" და ოკუპირებული აფხაზეთის ამოღებისთვის. დეპუტატის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია შემოსავლის გაზრდის მიზნით "საბოტაჟირებს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს." 
მისივე თქმით, ამ პრეცედენტის არსებობის შემთხვევაში, მომავალში, კომერციული ბენეფიტების მიღების მიზნით, სხვა კომპანიებმაც შეიძლება იგივე გაიმეორონ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს შემთხვევაშიც.
"რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა წაშალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან, რომელიც იქ დატანილი იყო ვებსაიტის დარეგისტრირებიდანვე. აირლაინის ტექნიკური მხარდაჭერა სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომ მიუთითონ საკუთარი ეროვნული პასპორტი როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. მე ვითხოვ, რომ შეამოწმოთ Azimuth Airlines რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა. 
დიდი ალბათობით, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდი საბოტაჟირებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს. ამ სიტუაციას შეიძლება ექსტრემალურად ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რადგან, მსგავსი პრეცედენტით, ხვალ, კომერციული ბენეფიტების მიღების მიზნით, ისინი გამოყოფენ ყირიმის რესპუბლიკას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს რუსეთის ფედერაციისგან.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მე მოვითხოვ რომ დაუყოვნებლივ შეუჩეროთ Azimuth Airlines ტრანსპორტირების ლიცენზია" - ვკითხულობთ დუმის დეპუტატის განცხადებაში, რომელიც მან პროკურატურას გაუგზავნა.
ცნობისთვის, ზურაბ მაკიევი თბილისშია დაბადებული. ის პუტინის პარტია  "ერთიანი რუსეთის" წევრია.
შეგახსენებთ, რომ Azimuth Airlines პირველი კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოში საჰაერო ფრენების აღდგენის საშუალება მიეცა.  ავიაკომპანიას დროებით ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ვებსაიტზე მოხსენიებული ჰყავდა, როგორც "დამოუკიდებელი ქვეყნები". მოგვიანებით კი, საქართველოში ფრენების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, "აზიმუტმა" ორივე რეგიონი ამ სიიდან ამოიღო.
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY