16/05/23386 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სალამი მეგობრებო! დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ..." - ნიკა გვარამია 212-ე საკნიდან

"სალამი მეგობრებო! დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ..." - "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და უკანონო პატიმრობის 1 წელს აჯამებს. 
სალამი მეგობრებო!
დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ :)
რა თქმა უნდა, ეს "სიმყუდროვე" ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ. რა თქმა უნდა, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ ასეთი დიდი ტვირთი დააწვა, თან ვამაყობ, რომ ასე უმკლავდება. რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრი სულ "მთავართანაა". ვხედავ, როგორ უჭირთ, იმასაც ვხედავ, რასაც მიმალავენ ხოლმე და არ იმჩნევენ, მაგრამ ვხედავ იმასაც, როგორ იქცნენ მაგარი ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და სხვები, უმაგრეს მოქალაქეებად, ვინც თავისი სტოიკურობით ყოველდღიურად ამარცხებს სისტემას და იძლევა სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ, ვამაყობ და პატივს გცემთ!
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ.
დიდი მადლობა ყველას: ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს - ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, რა გინდა რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ.
წარმატებებს გისურვებთ, გამძლეობას და მოთმინებას! 
ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ. და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტ ზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით. ასე აჯობებს. 
P.S გუშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონალური მოკითხვა და განსაკუთრებული სიყვარული ბატონ ლევან ბერძენიშვილს! @ .. ხომ ისევ "ყველაზე უკეთ" ხართ, "როგორც ტანკი"? აბა რა! :) მეც ეგრე :) ყოჩაღად უნდა ვიყოთ, ბევრი საქმე გვაქვს წინ!
სიყვარულით, 
ნიკა #212, - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ