როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია - ერმაკი რუსეთთან ფრენებზე
"საქართველომ კიდევ ერთ ავიაკომპანიას დართო ნება რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენებზე - Georgian Airways, მანამდე იყო Azimuth.
ქართველი ხალხი მუდმივად სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს.
მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს, უგულებელყოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები; განადგურებული მარინკა; ისინი ვინც ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლეს; ბავშვების გატაცება...როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია" - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.