16/05/23439 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

19 მაისს, როცა "აზიმუტის" პირველი ფრენაა დაგეგმილი, კოლონით მივალთ აეროპორტში გასაპროტესტებლად - ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსეთთან ფრენების აღდგენასა და საქართველოში რუსული ავიაკომპანიის, "აზიმუტის" დაგეგმილ ფრენას ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააპროტესტოს საქართველოში რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა.
"დროას" ლიდერმა, 19 მაისს, როცა "აზიმუტი" საქართველოს მიმართულებით პირველ ფრენას განახორციელებს, აქცია დააანონსა. მისი თქმით, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტოკოლონით აეროპორტთან მივლენ.
"ავიაკომპანია აზიმუტი, რომელიც ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ აეროპორტში, აკრძალულია იმიტომ რომ ის კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომელმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ, ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით, უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ. ასევე ეს არის ავიაკომპანია, რომლის ერთ-ერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული,  მოღალატე სისხლში ამოსვრილი ადამიანი. ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც საქართველოში აპირებს რომ იფრინოს.
ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება, დღეს პარლამენტის უკან, დღეს, კანცელარიასთან, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ამიტომ ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ სადაა ქართული საზოგადოება, ამიტომ 19 რიცხვში, როცა დანიშნულია პირველი ფრენა, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 
15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY