17/05/202 447 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ამერიკული კომპანია: აღმოვაჩინეთ ანტისხეულები, რომლებიც COVID-19-ს სხეულიდან განდევნიან

კალიფორნიაში არსებული ბიო-ფარმაცევტული კომპანიის "Sorrento Therapeutics"-ის მეცნიერების თქმით, მათ ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც ვირუსისგან 100%-ით გიცავენ.
"გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდი. არსებობს გამოსავალი, რომელიც 100%-ით მუშაობს. თუ თქვენს სხეულში ამ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს შევიყვანთ, მაშინ ფიზიკური დისტანცირება აღარ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ წარსდგეთ საზოგადოებაში შიშის გარეშე", - თქვა კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ ჰენრი ჯიმ. კომპანიაში უკანასკნელი დეკადის განმავლობაში შეგროვებული მილიარდობით ანტისხეულები გატესტეს. ამან შესაძლებელი გახადა, რომ მეცნიერებს აღმოეჩინათ ის ანტისხეულები, რომლებიც შესაძლოა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გამოდგეს. მათი თქმით, ათეულობით ანტისხეულს აღმოაჩნდა უნარი, რომ დაებლოკათ ის რეცეპტორი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის შესვლაზე ადამიანის უჯრედში.
"როდესაც ანტისხეული იცავს უჯრედს ვირუსის შესვლისგან, ვირუსი ვერ გადარჩება. ანტისხეული ვირუსს ხელებს ხვევს და სხეულიდან გარეთ უშვებს", - თქვა ჰენრი ჯიმ.
ანტისხეულებს STI-1499 ქვია და ჯერჯერობით მასზე ნებართვა FDA-ს არ გაუცია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ექიმი ამეშ ადალიას თქმით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური ვაქცინა იქნება და მას ვერანაირი წამალი ვერ შეედრება.
"საუკეთესო გზა, რომ აკონტროლო ინფექციური დაავადება, არის ვაქცინა. ამიტომ, ცხადია, ვაქცინა იქნება უფრო ღირებული, ვიდრე ნებისმიერი წამალი. შენ არ გჭირდება მკურნალობა, რადგან ინფიცირებული არ ხარ", - თქვა მან.
17 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 4 737 926 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, გამოჯანმრთელებულია 1 800 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 310 000-ზე მეტი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • კურიერი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მთავარი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 5-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      5 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • სპექტრი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი,2023.
      3 ოქტომბერი
    • რეაქცია - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY