17/05/201 526 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

დონალდ ტრამპი - ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ განაცხადა, რომ ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო და ქვეყანა უწინდელ მდგომარეობას მალევე დაუბრუნდება.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი, რომლის მოსახლეობაც აშშ-ზე ბევრად მეტია, უკვე ათწლეულებია, აშშ-სთან შედარებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერო-სა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაფინანსებაში ბევრად ნაკლებ თანხებს დებს.
„რატომ არის, რომ ჩინეთი, ჩვენზე ბევრად დიდი მოსახლეობით, უკვე ათწლეულებია, ძალიან მცირე თანხებით აფინანსებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაერო-ს და რაც ყველაზე უარესია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც ის „განვითარებად“ ქვეყანად არის მიჩნეული და სარგებლობს უზარმაზარი შეღავათებით აშშ-სთან და სხვებთან შედარებით. ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე, ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყოს, ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა და ჩვენ ამ სტატუსს მალე დავუბრუნდებით“, – წერს დონალდ ტრამპი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA