25/04/23593 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"გაწბილებულები იყვნენ დარჩიაშვილის გამოსვლით... მინისტრმა შეკითხვებს არ უპასუხა და ძირითადად დაშტამპული ფრაზებით ლაპარაკობდა" | ჟოზვიაკი

ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ვიზიტს "არაშთამბეჭდავად 
და მოსაწყენად" აფასებენ ევროპელი პარტნიორები და მეტიც, ისინი დარჩიაშვილის გამოსვლით გაწბილებულები არიან,
- ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა "მთავარ არხს" განუცხადა.
ჟოზვიაკის შეფასებით, ეს ძალიან საწყენია, რადგან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს და ეს შეხვედრა ამისთვის კარგი შესაძლებლობა იყო.
"მე ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, ვინც ოთახში იყო ბატონ დარჩიაშვილის გამოსვლისას და ისინი ძალიან იყვნენ გაწბილებულები. მათ მითხრეს, რომ მინისტრის გამოსვლამ მათზე შთაბეჭდილება ვერ  მოახდინა, რომ ის მოსწყენი იყო, რომ მან შეკითხვებს არ უპასუხა და ძირითადად დაშტამპული ფრაზებით ლაპარაკობდა, ანუ ზოგადად ამბობდა, რომ ამა და ამას მიაღწევდა საქართველო, ოღონდ კონკრტულად არაფერს ასახელებდა. ეს ძალიან საწყენია, იმიტომ რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს და ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, რომ გარკვეული მომენტებისთვის ნათელი მოეფინათ. ამის საპირისპიროდ, არა მგონია, რომ ვინმესთვის რამე უფრო ნათელი გახდა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რა გეგმები აქვს მას და როგორ აპირებს წინსვლას.
საქართველო ჯერ კიდევ პარტნიორია და აქვს პოტენციალი, რომ შეუერთდეს როგორც ევროკავშირს ასევე ნატოს, თუმცა ამავე დროს ბრიუსელში ერთგვარი დაღლილობის შეგრძნება აქვთ, რაც გამოწვეულია საქართველოს ქცევით. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი ამის ნათელი მაგალითია და ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც ბრიუსელში ყველამ აღიარა. ამიტომ, არის შეგრძნება, რომ საქართველო არ მიდის დასავლეთთან თანამშრომლობის გზით. საერთოდ ევროკავშირი ძალიან ფრთხილი ორგანიზაციაა და აქ არ უყვართ ქვეყნების ღიად გაკრიტიკება, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით საქართველო ნამდვილად ჩამორჩება.
პოლიტიკაში ერთი კვირაც დიდი დროა, ერთი თვე - კიდევ უფრო დიდი და ექვსი თქვე მთელი მარადისობაა. ამიტომ, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს წლის ბოლომდე. ჩემი მოლოდინია, რომ შესაძლოა ევროკომისიამ თქვას, კარგი, მოდით მივცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს მოხდება არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერს შეასრულებს, არამედ იმიტომ, რომ თავად ევროკავშირმა ერთგვარად გააუფასულა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან ის მისცეს ბოსნიას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას ეს არ დაუმსახურებია. ამიტომ, მე მგონია, რომ შესაძლოა საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო მეტ პირობას და რტეკომენდაციას მოაყოლებენ." - განაცხადა ჟოზვიაკმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA