13/05/201 859 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი

ოპოზიციის წევრებმა თავის მეგობრებს კონკრეტული პირობები მისცეს, მაგრამ როდესაც ამ საკითხზე შეთანხება ვერ შედგა, პირი რომ არ გაეტეხათ, თვითგადარჩენის რეჟიმში პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეს განცხადებები გააკეთეს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატიმრების გათავისუფლების თაობაზე საკითხი დააყენეს, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.
„ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, ჩემი აზრით, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. ეს არც ტექსტში წერია და ის, რაც ტექსტში არ წერია, ბუნებაში ვერ იქნება შეთანხმების საგანი. ასეთი პირობა არ ყოფილა. ამიტომ, ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც უფრო ობიექტური უნდა იყოს, ვფიქრობ, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ინიციატივას. ჩვენ ჩვენს პირობას ვასრულებთ და შევასრულებთ ბოლომდე, რაც შეთანხმებაში იყო დაწერილი, ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით შესრულდება. თუ ასეთი დაპირება არ ყოფილა, რატომ საუბრობს ოპოზიცია და რატომ აკეთებს განცხადებებს, რომ თითქოს ჩვენ რაღაცას დავპირდით? ამის უკან არის მარტივი ლოგიკა, როდესაც მათ დაიწყეს ეს პოლიტიკური კამპანია, ქუჩაშიც იდგნენ და დესტაბილიზაციასაც ცდილობდნენ, მათ თავის მეგობრებს მისცეს კონკრეტული პირობები, მათ შორის იმ მეგობრებს, ვინც ახლა პატიმრობაში არიან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ოპოზიციის მიერ ამ კონკრეტული საქმეების შეტანის თაობაზე, შესაბამისად, ისინი აღმოჩნდნენ საკუთარი პოზიციების, განცხადებებისა და დაპირებების ტყვეობაში, გამოვიდნენ და შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთეს განცხადებები რაზე - ერთი მხრივ იყო დიდი მნიშვნელოვანი შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე, ამ დროს ადამიანები გამოდიან და აკეთებენ განცხადებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და თავის მეგობრებთან პირი რომ არ გაეტეხათ და თავი ემართლებინათ, თვითგადარჩენის რეჟიმში გააკეთეს ეს განცხადებები. დიალოგისას დიახ, საუბარი იყო ამაზე, ოპოზიციამ ოთხივე შეხვედრაზე დააყენა ეს საკითხი, მაგრამ ასე მანიპულირება არ შეიძლება. ასეთი დემაგოგიით შორს ვერ წავალთ. საუბარი იყო, მაგრამ თუ პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა თქვან, რა იყო ჩვენი პასუხები, ჩვენი პასუხები იყო, რომ ეს არის მიუღებელი, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი ვერ იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA