10/04/23326 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მეუფე სვიმეონმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თანხა სთხოვა, უარის შემდეგ კი ამბიონიდან გააკრიტიკა

სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტმა სვიმეონმა ამბიონიდან ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გააკრიტიკა. მეუფე სვიმეონმა გამრეკელს პოპულისტი უწოდა და თქვა, რომ ქველმოქმედებით ის პიარს იკეთებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიტროპოლიტსა და მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეპისკოპოსმა გამრეკელს დიდი ოდენობით თანხა სთხოვა, რაზეც გამრეკელმა უარი უთხრა.
"გამრეკელთან მივიდა დიდ ფულზე და გამრეკელმა უარი უთხრა. არის ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც გამრეკელის ოჯახია ჩართული. საწარმოს ლიცენზირებული მიწა აქვს აღებული, აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერია, მასალა უნდა ამოიღონ 80 ჰექტარი მიწაა და მეუფეს იმის მითვისება უნდა. მიეჭრა იქ, გააჩერებინა სამუშაოები, რომ ეს მიწა მე მჭირდებაო, ახევა უნდა იმ ყველაფრის. ლაპარაკია დიდ ფულზე, ის მიწაც დიდი ფული ღირს. შეგიძლიათ დაიაროთ ყველა ბიზნესმენი და ჰკითხოთ, მთელ ხაშურში ყველასთან მიდის სესხად. გამოართმევს ფულს სესხად და მერე აღარ აბრუნებს, ასე აქვს ყველაფერი მიტაცებული", - უთხრა "მთავარს" უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელმა.
თავად ლევან გამრეკელი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ იქადაგა მეუფე სვიმონმა მის წინააღმდეგ. ის მეუფესთან დაპირისპირებას უარყოფს.
"არასდროს [ყოფილა დაპირისპირება] ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, რატომღაც გაღიზიანებული იყო ბოლო ორი დღე და რატომ არ ვიცი... მიწასთან დავა რა უნდა მქონოდა, თვითონ აინტერესებდა რაღაც მივიდა იქ სადაც კარიერი აქვს ლიცენზირებულო ადამიანს და გინდა თუ არა გამრეკელისაა მივიდა დაცვა უთხრა არ არის მისი, ჩემია. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მეც გაკვირვებული ვარ სიმართლე გითხრათ", - თქვა ლევან გამრეკელმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY