02/04/23528 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა, ეს ქართული მედიცინის ისტორიაა" - რესპუბლიკურთან აქცია გრძელდება

ამ წუთებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმების სოლიდარობის აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა კლინიკების მედიკოსები, ასევე სხვა პროფესიის ადამიანები და მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების დაპირებების არ სჯერათ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი, რომელიც უკვე კვირაზე მეტია მიმდინარებს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. მედიკოსები მოითხოვენ სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის პირვანდელ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას. ასევე ითხოვენ საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომასა და პრემიერმინისტრთან შეხვედრას.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება.
"ჩემთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ეს განაცხადი, რომ უნდა დაინგრესო. როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა, ეს არის ქართული მედიცინის ისტორია. ძალიან ვთხოვ მთავრობას, მოვიდეს გონს, ასე არ შეიძლება ყველაფრის განადგურება, ეს არის ისტორია. აქ პირველი პოხლიალური იმპლანტაცია გააკეთა ჩემმა მეუღლემ, პროფესორ-აკადემიკოსმა შოთა ჯაფარიძემ, ჩვენ აქ გაზრდილები ვართ და ვთხოვთ მთავრობას კიდევ ერთხელ, თუ არადა გავაგრძელებთ ასე და არავის შევუშვებთ შიგნით", - თქვა ექიმმა ლალი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ "სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით". კლინიკის თანამშრომლები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, "არ დაუშვას ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა".
კლინიკის თანამშრომლების პროტესტის საპასუხოდ, 27 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 
კლინიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს დასაქმებულებზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY