01/04/23503 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"გერმანიას სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი" | ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლამ საქართველოში ჩამოიტანა მთავარი სათქმელი, რომ გერმანიას სურს, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
"მინდა დავუბრუნდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, კერძოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას საქართველოში, რომელმაც ჩამოგვიტანა მთავარი სათქმელი - გერმანიას სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი!
დიდი ამბავია ეს, ძაალიან დიდი! იმდენად დიდი, რომ ამ მდგომარეობის წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელიც კი იქნებოდა, ვინაიდან გერმანია ყოველთვის იყო ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს ამუხრუჭებდნენ.
დღეს კი ასეთი წარმოუდგენლად იღბლიანი შესაძლებლობა გვაქვს, გერმანიაც კი თავისი ფეხით ჩამოვიდა და თავისი პირით გვითხრა, გვინდა რომ ევროკავშორში მიგიღოთო, მოგვეცით ამის შესაძლებლობაო. ბრიუსელიდანაც კარგი ამბები ჟონავს. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის ბრძოლის დამსახურებით ბრიუსელში დამოკიდებულებები იცვლება.
რა უნდა ვქნათ?
გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, კერძოდ, ყველას, ვისაც კი ხმა მიუწვდება ევროპის სტრუქტურებთან (სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, მოქალაქეთა გაერთიანებები, პროფესიული კავშირები, პროფესიული წრეები, პარტიები და ა.შ.), ყველამ ერთხმად უნდა ავუხსნათ ევროპელებს, რომ თუ ხელისუფლება არ იჩენს საკმარის ნებას, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სტატუსი მითუმეტეს უნდა მოგვცენ, ვინაიდან ეს იქნება ის, რაც გაგვაძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და დაამწუხრებს რუსეთის ხელისუფლებას.
კიდევ რა უნდა ვქნათ? მთელი წელი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ არადემოკრატიულ ნაბიჯზე, რაც ამ მიზანს დაგვაშორებს, როგორც ეს ვქენით რუსული კანონის მიღების დროს.
რთული პერიოდი იქნება, იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვი, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა!" - წერს ლომჯარია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY