29/03/23459 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ჩაძირულ გემში კაცი მირბოდეს წარმოუდგენელია, ივანიშვილთან რა უნდა გილაურს? - სისულელეა, რომ ისტორიულ სამარეში მიმავალ ადამიანს პოლიტიკურ ძალას შეუქმნის

ჩაძირულ გემში კაცი მირბოდეს წარმოუდგენელია. ივანიშვილთან რა უნდა გილაურს? - სისულელეა, რომ ისტორიულ სამარეში მიმავალ ადამიანს პოლიტიკურ ძალას შეუქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ნიკა გილაურს მშვენიერი სამუშაო აქვს და "პარლამენტში 3000 ლარად ყოფნა" არ სჭირდება.
"თავად ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაციაა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რაში სჭირდება გილაურს პარლამენტში ყოფნა 3000 ლარად, მერე კიდევ ბოიკოტში უნდა იყოს. ეს არაფერში სჭირდება, როცა აქვს მშვენიერი სამუშაო და არის ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოს აცნობს "ვარდების რევოლუციის" ეკონომიკური რეფორმების შედეგებს და მსოფლიოს მთავრობების კონსულტანტია. ამ პარლამენტში ყოფნისთვის, მავნებლურ პირობებში მუშაობისთვის უნდა გეკუთვნოდეს სხვა რამ - მაგალითად, კომუნისტების პერიოდში თითო ბოთლ რძეს აძლევდნენ, რომ არ მოწამლულიყო ადამიანი.
ნიკა გილაური პრემიერი იყო. მე მაქვს ამბიცია, იმიტომ რომ ვიცე- პრემიერი ვიყავი და პრემიერობაზე სიამოვნებით "გავიქაჩებოდი". გილაური იყო პრემიერი და ბოლო მიზანს მიაღწია.
ორივე გილაური, ერთიც და მეორეც (ნიკა გილაური და მისი ძმა, ირაკლი გილაური) გონიერი ადამიანია. ჩაძირულ გემში კაცი მირბოდეს წარმოუდგენელია - ივანიშვილთან რა უნდათ? დასანქცირების კანდიდატია და ხვალ- ზეგ იქნება სანქციების ქვეშ. "ქართული ოცნება" ხვალ ხელისუფლებაში არ იქნება. ივანიშვილთან კავშირი არის კომპრომატი, ტოქსიკურია ეს ადამიანი, ნახევარი მსოფლიო მის დასანქცირებაზე საუბრობს, ისტორიულ სამარეში მიმავალ ადამიანს პოლიტიკურ ძალას შეუქმნის? - სისულელეა,"- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან. აღნიშნული ინფორმაცია როგორ ნიკა გილაურმა, ასევე ნიკა მელიამ და ხატია დეკანოიძემ უარყვეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,