29/03/23679 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი რას ამბობს, არავითარი ფასი არ აქვს - რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს, მათ პოლიტპატიმრებზე არაფერი უთქვამთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი ფასი არ აქვს იმას, რას ამბობს ევროპარლამენტი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხზე არაფერი უთქვამთ.
კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და შესაბამისად, ეს საკითხი არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ, მათ მსგავსი [პოლიტპატიმრებზე] არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება.
„12 პუნქტის შესრულება ჩვენი ვალდებულებაა. ორი კანონპროექტის მიღებაა დარჩენილი. დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის გარეშე ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით. ეს ყველაფერი გაგრძელდება, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ორი კანონპროექტია მისაღები და ეს კანონებიც სათანადო დროში იქნება მიღებული. ივნისის ბოლომდე ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა Amnesty International-ის წლიურ ანგარიშს, სადაც მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას საქმეცაა ნახსენები. კობახიძის თქმით, არიან ადამიანები, ვისაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და „საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, პოლიტიკური სპეკულაციაა“.
„რეალურად ყველამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები და შესაბამისად, საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, პოლიტიკური სპეკულაციაა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. მთავარი არის სიმართლე, გავლენიანი არის მხოლოდ სიმართლე. ამ ქვეყანაში ფასი აქვს სიმართლეს და არა ამა თუ იმ გამოცემას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.