29/03/23245 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. 
მიშელის თქმით, მომდევნო თვეში გამოქვეყნდება ევროკომისიის მორიგი მოხსენება ამ სამი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე, რის საფუძველზეც ევროპული საბჭო წლის ბოლომდე მათთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს. შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება.
"ერთის მხრივ ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, - თქვა შარლ მიშელმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY