28/03/23477 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ რუსეთთან ბირთვული ძალების შესახებ მონაცემების გაზიარებას წყვეტს | პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული ძალების შესახებ მონაცემების გაზიარებას წყვეტს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შეაჩეროს მონაწილეობა START-ში. 
"გუშინ, ჩვენ გვქონდა შემდგომი ურთიერთობა რუსეთთან, დაჟინებით ვითხოვდით, რომ თვის ბოლომდე მონაცემთა გაცვლა, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება ხელშეკრულების მიხედვით, უნდა მოხდეს. რუსეთმა უპასუხა, რომ ისინი არ მიაწვდიან ამ ინფორმაციას. ამიტომ, როგორც დიპლომატიური საპასუხო ღონისძიება, შეერთებული შტატები სანაცვლოდ ინფორმაციას არ მიაწვდის", - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ კოსმოსური პოლიტიკის საკითხებში, ჯონ პლამბმა, პალატის ქვეკომიტეტის მოსმენაზე.
პლუმბის თქმით, აშშ გააგრძელებს იმის გამოკვლევას, თუ რა დიპლომატიური კონტრზომებია მიზანშეწონილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარლამენტმა 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც წყვეტს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ ხელშეკრულებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY