28/03/23573 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადის და არა მსხვერპლის დასაცავად - გახარიას გუნდი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის - გახარიას გუნდი თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს. 
პარტია "საქართველოსთვის" შეფასებით, თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან: 
ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლების პროპაგანდისტის დაცვას, მსხვერპლის დისკრედიტაციას და პოტენციური მსხვერპლების დაშინებას.
თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან. ოცნებამ უარი თქვა იმ პროგრესზე, რასაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მივაღწიეთ.
უფრო მეტიც, იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადის და არა მსხვერპლის დასაცავად.
სოლიდარობას ვუცხადებთ თათია სამხარაძეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე"- წერია განცხადებაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.