27/03/23236 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

სააკაშვილი კრიმინალი და სადისტია - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს "სადისტს" უწოდებს. თეა წულუკიანმა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოს "სამარცხვინო" ეძახა. 
ჩვენ ხშირად ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სინათლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ.
ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,