27/03/23209 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

იგივეა რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემაზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. 
საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ჯილდოს გადაცემა "დაახლოებით იგივეა, რომ ეს ჯილდო ანდრეს ბრეივიკს გადაეცეს".
"რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც...ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია.
ამიტომ ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა. უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველოს ერთი მოქალაქეც ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზი გადაეცა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY