26/03/23503 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა - ნატო

ნატო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსეთის მორიგ ბირთვულ შანტაჟთან დაკავშირებით. კომენტარს Reuters ავრცელებს.
საუბარია პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს და მისი საცავის მშენებლობას 1-ელ ივლისამდე დაასრულებს.
ნატოს წარმომადგენლის თქმით, ეს რიტორიკა „საშიში და უპასუხისმგებლოა, " თუმცა ალიანსს ჯერჯერობით არ შეუნიშნავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში.
"ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. რუსეთი მუდმივად არღვევს თავის ვალდებულებებს იარაღის კონტროლის შესახებ, ცოტა ხნის წინ შეაჩერა მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ახალ ხელშეკრულებაში." - თქვა ნატოს წარმომადგენელმა.
პუტინის მხრიდან მორიგი ბირთვული შანტაჟის შემდეგ, უკრაინამ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ შეკრება მოითხოვა.
ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებას, მორიგი სანქციებით უპასუხებენ
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY