26/03/23496 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს" - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი  პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ თეთრ სახლში მისი ყოფნის შემთხვევაში, ის არასოდეს დაუშვებდა უკრაინაზე თავდასხმას. ტეხასში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
„მე მათ ასობით და ასეულობით Javelin-ის რაკეტა მივეცი“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ კიევში მხოლოდ ბალიშები გაგზავნა. 
ტრამპის თქმით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე. 
"როგორც კი მე წამოვედი - მათ [რუსებმა] მაშინვე დაიწყეს ჯარების შეკრება [უკრაინის] საზღვარზე", - თქვა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინი არ გაჩერდება, სანამ სრულად არ აიღებს უკრაინას.
ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ტრამპმა პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერებს რუსეთს- "როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ", - ამბობს ტრამპი. 
"აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ, მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA