26/03/23326 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს - პუტინი

კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რასია 24-თან ინტერვიუში გააკეთა.
"3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა პუტინმა.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი.
პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.
"ჩვენ არ გადავცემთ და შეერთებული შტატებიც არ გადასცემს [ბირთვულ იარაღს] თავის მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ. მათ ჰყავთ მოკავშირეები გარკვეულ ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც იმავეს ვაპირებთ. სწორედ ამას ითხოვდა ალექსანდრ გრიგორიევიჩი [ლუკაშენკო]“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სამშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ ლონდონი, Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA