25/03/23615 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დადგება დრო, საქართველოსთან ერთად განვსაზღვრავთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრებს" - გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ადგილობრივი მედიისა და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ეხო კავკაზას" ცნობით, რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, გაგლოევმა, თქვა: "რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 15 წლის შემდეგ, ურთიერთქმედების პროცესი მზარდია".  დე ფაქტო პრეზიდენტის მტკიცებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპზე გადადის.
მისი თქმით, 2021 წლის სექტემბერში დროებით ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, რატიფიცირებულია ორივე მხარის მიერ და ძალაში შევა პუტინის ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ. 
"განკარგულებაში გაწერილი იქნება ხელშეკრულების განხორციელების მექანიზმები და პროცედურა, დაზუსტდება მოქალაქეთა ის კატეგორიები, რომლებიც მიეკუთვნებიან მას. რაც შეეხება სამხედრო ბილეთებს, ხელშეკრულება მზადდება თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით", - თქვა გაგლოევმა.
გაგლოევმა მადლობა გადაუხადა ე.წ. საპარლამენტო კომისიას დე ფაქტო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციისთვის გაწეული სამუშაოსთვის.
"ახლა საჭიროა სპეციალისტების მოძიება, რომლებიც შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ რუკას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არსებულ საკითხებსა და პრობლემებზე. დღეს სამხრეთ ოსეთი ცალმხრივად განსაზღვრავს საზღვარს. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა საქართველოსთან ერთად დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრები", - თქვა გაგლოევმა.
პრესკონფერენციის დასასრულს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა თქვა: "სამუდამოდ რუსეთთან არის სამხრეთ ოსეთის ისტორიული არჩევანი, რომელიც აშენებს და განაგრძობს ურთიერთობების დამყარებას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან".
ამის შემდეგ კი ბრიფინგი პუტინის ქებით დაასრულა და თქვა: - "არის პუტინი - არის რუსეთი, არ არის პუტინი - არ არის რუსეთი".
"რუსეთის ლიდერმა გააძლიერა თავდაცვისუნარიანობა, აამაღლა ქვეყანაში ხალხის კეთილდღეობის დონე. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ვაშენებთ ჩვენს მომავალს რუსეთის ფედერაციასთან ერთად. ვლადიმერ ვლადიმერვიჩი ფასდაუდებელ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენთვის მისი სიტყვები ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია", - თქვა ე.წ. პრეზიდენტმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA