24/03/23808 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ვაფასებ მის პოზიციას, რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე" - ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
"ტვ პირველთან" ინტერვიუში, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის აფასებს გვარამიას პოზიციას, რომ არ ითხოვს შეწყალებას. 
"ევროპარლამენტარებს ვუთხარი პირდაპირ, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ საქართველო არის არანაკლები თანასწორი ქვეყანა და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის მისი დისკრეციული უფლება.
[ხელმოწერები და თხოვნები] პირიქით მოქმედებს ჩემზე, რადგან ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. მე ვაფასებ მის [გვარამიას] პოზიციას. რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე."- განაცხადა ზურაბიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY