24/03/23368 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას - დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ

მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ - საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ეს ქვეყანა! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან.
როგორც მან აღნიშნა, ათი წლის განმავლობაში საქართველომ ორი კრიზისი გამოიარა, ახლა კი სიტუაცია სტაბილურდება.
„საქართველოში რომ ზრუნავს ხელისუფლება უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე, ამიტომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გაფრთხილება და ამაზე უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული. ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ამას არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა ვთხოვო - დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ჩვენ ამ ათი წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი კრიზისი, პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ, 2015-2016 წლები, მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამ ყველაფერს რეგიონზე და მათ შორის, საქართველოში. ჰქონდა ეკონომიკური, სავალუტო კრიზისი, ამის შემდეგ იყო კოვიდი. ამ 10 წლის განმავლობაში სამი წელი გვქონდა კრიზისული. ქვეყანამ ამოისუნთქა, გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან, შარშანწინ და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში, თავი დავაღწიოთ სიღარიბეს. ამას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ყველა ეს ადამიანი, რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამას უპირისპირდება, სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას. ხომ შეიძლება ცოტა ხანი დაასვენოთ ეს ქვეყანა?! საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ეს ქვეყანა, მაგრამ, არა! თავის ბუნებას ისინი, ბუნებრივია, ვერ მოიშლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey