24/03/23478 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა პრემიერს - ან ხართ რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ, ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ - თქვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთეთ

ყველა ტრიბუნასთან თქვენ ირჩევთ შეურაცხყოფისა და სიძულვილის ტონს. ეს არის ძალიან სამწუხარო და ნამდვილად არ შეეფერება ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარლამენტში
ინტერპელაციის წესით უსმენენ.
თინა ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება წამებაში კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ასამარებს.
„ეს მეტყველებს თქვენზე და არა თქვენს ოპონენტებზე. ეს მეტყველებს ივანიშვილზე და არა ნებისმიერ სხვაზე იმიტომ, რომ იცით, პრემიერ-მინისტრად აგირჩიათ ივანიშვილმა და არა ქართველმა ხალხმა. აგირჩიათ ივანიშვილმა და არა თუნდაც იმ პარლამენტარებმა, რომლებიც დღეს აქ წარმოდგენილები არიან. სწორედ ისე გაგისტუმრებთ ერთ დღეს, როგორც ერთხელ უკვე გაგისტუმრათ, როდესაც ყველაზე ბინძური საქმეებისთვის აღარ დასჭირდებით. ამ მონაკვეთში სჭირდებოდა მას სწორედ ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნებოდა მორჩილების ისეთი ხარისხი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ იმისთვის, რომ წამებაში მოეკლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი დაესამარებინა. ეს არის ორი ყველაზე ბინძური დავალება, რომელიც ივანიშვილმა გასცა და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც მზად არის ამას ხელი მოაწეროს. ასეთი აღმოჩნდით თქვენ“, - მიმართა ბოკუჩავამ პრემიერს.
მისი შეფასებით, ახალგაზრდები იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელისუფლება ასამარებს.
„დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი-ან ხართ რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ. ან ხართ მტრისკენ, ან ხართ მოყვარისკენ. ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ, საერთაშორისო დამნაშავისკენ. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა „რუსულმა ოცნებამ“ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგრამ დღეს ეს არჩევანი ყველაზე ცხადი გახდა. დღეს ამ არჩევანს ცხადად ხედავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ყველაზე ცხადად ხედავენ ამას ახალგაზრდები, რომელთა თავისუფლებისკენ სწრაფვა თქვენთვის ყველაზე მიუღებელია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.