24/03/23399 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვთხოვეთ მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის - NGO-ებისა და ბერბოკის შეხვედრა დასრულდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. აუდიენცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში მიმდინარეობდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ შეხვედრაზე ბერბოკს სთხოვეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვას ქართველ ხალხს, რადგან დღეს მხოლოდ ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
მისივე თქმით, საუბარი იყო მედიაგარემოზე და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს რუსული კანონი, რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე, ინიცირებისა და ჩაგდების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენ მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირისგან სტატუსი მივიღოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება ამ მიმართულებით, ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის არის ის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლებას, ისინი პირიქით, აფუჭებენ საქმეს. მთავარი რაც ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ჩვენ აუცილებლად ეს სტატუსი უნდა მივიღოთ ქართველი ხალხისთვის", - თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. 
მისი თქმით, ბერბოკმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ იბრძვიან ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. 
ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ძირითადად ინტერესის საგანი იყო 12 რეკომენდაციის შესრულება, რა ეტაპზეა ქვეყანა ამ კუთხით და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 
"იყო ძალიან კარგი შეხვედრა, იმიტომ, რომ მინისტრიც კარგად იყო ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ფაქტობრივად გამოხატა მხარდაჭერა და გვერდით დგომა ქართველი ხალხისადმი ამ პროცესებში. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, იყო მართლმსაჯულების მიმართულებით საკითხებზე, არჩევნების ჭრილში, იყო საუბარი მედიის თავისუფლების საკითხებზე და ცხადია აინტერესებდათ რა არის ამ ეტაპისთვის განხორციელებული და სად არის კიდევ გამოწვევები", - ამბობს დოლიძე.
დოლიძეც იმეორებს, რომ მთავარი გზავნილი NGO-ების მხრიდან იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რეკომენდაციების შესრულებაში იყოს პრობლემები, ქართველ ხალხს სჭირდება სტატუსი.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ განიხილეს ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 
ანალენა ბერბოკი ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროშია სადაც მინისტრ ილია დარჩიაშვილს ხვდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA